ექსპერტული სისტემები და გადაწყვეტილებების მიღების სისტემები

ექსპერტული სისტემები და გადაწყვეტილებების მიღების სისტემები
ა) ყველაზე მეტად დამუშავებული ელექტრონული საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სისტემების სახე (კლასი), რომელთაც აქვს ინტელექტუალობის განსაზღვრული ხარისხი ან აღჭურვილი არიან ხელოვნური ინტელექტით ან გონებით; ბ) აქვთ ანალიზის, „მსჯელობის”, დასკვნების გამოტანის, გადაწყვეტილებების შემოთავაზების და მათი ახსნის უნარი - განსაზღვრულ სუსტად სტრუქტურირებულ და რთულად ფორმალიზებულ ვიწროსაგნობრივ (პრობლემურ) სფეროში. ადრე, ექსპერტულ სისტემებში იგულისხმებოდა გადაწყვეტილებების ანალიზი და შეფასება, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების სისტემებში - გადაწყვეტილების მოძიება და ახსნა. თუმცა დღეს, ეს ზღვარი წაშლილია.
Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»